Saturday, October 12, 2013

გეობოტანიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გეობოტანიკა (ბერძნ. gē — მიწა და ბოტანიკა) — ბიოლოგიის განხრა, მცენარეების თანასაზოგადოებების (ფიტოცენოზების) ერთობლიობის ან დედამიწისმცენარეული საფრის შესახებ. თავისი შინაარსით გეობოტანიკა იმყოფება ბოტანიკისფიზიკური გეოგრაფიისა და ეკოლოგიის მეცნიერებების მიჯნაზე. ტერმინი შემოიღო გერმანელმა ბოტანიკოს-გეოგრაფმა ავგუსტ გრიზებახმა 1866 წელს.

საგანი და ისტორია[რედაქტირება]

ზოგ ბოტანიკოსს (ვლადიმერ სუკაჩოვივასილი ალიოხინიალექსანდრე შენიკოვი) ეს ტერმინი ფიტოცენოლოგიის სინონიმად მიაჩნია, ზოგის (ვიქტორ სოჩავა) აზრით კი მთელ ბოტანიკურ გეოგრაფიას მოიცავს. გეობოტანიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე დიდი ყურადღება ეთმობოდა ფიტოცენოზების სახეობრივ შემადგენლობას, მათ დამოკიდებულებას გარემოსთან. პოლონელმა ბოტანიკოსმა ი. პაჩოსკიმ 1891 წელს ამ მეცნიერებას ფლოროლოგია უწოდა, მოგვიანებით კი ფიტოსოციოლოგია. XIX-XX სს. მიჯნაზე გეობოტანიკა დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა და ორ დარგად - ზოგად დასპეციალურ გეობოტანიკად გაიყო:
ზოგადი გეობოტანიკის — ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს ფიტოცენოზის აგებულების კანონზომიერებები - მათი სახეობრივი შემადგენლობა, სახეობათა შორის რაოდენობრივი დამოკიდებულება ვერტიკალურ (იარუსიანობა) და ჰორიზონტალური (მოზაიკურობა) განლაგებაში, მცენარეთა ეკოლოგიურად მსგავსი და შედარებით განსხვავებული ჯგუფების (სინუზიების) არსებობა, სხვადასხვა სახეობის ინდივიდთა ურთიერთდამოკიდებულება და სახეობრივი პოპულაციების ასაკობრივი შემადგენლობა; გარდა ამისა, იგი შეისწავლის დამოკიდებულებას ფიტოცენოზების აგებულებასა და გარემოს შორის. ფიტოცენოზების პერიოდულ (მათ შორის სეზონურ) და პრაქტიკულ შეუქცევად ცვლილებებს დროში; მიზნად ისახავს ფიტოცენოზების კლასიფიკაციის პრინციპთა დამუშავებას.
სპეციალური გეობოტანიკის — მიზანია მცენარეული საფრის გარკვეული მონაკვეთების შესწავლა, მათზე არსებული ფიტოცენოზების და მათი გეოგრაფიული განლაგების გამოვლენა. ამასთად დაკავშირებით დამუშავდა ფიტოცენოზების პირველად (ადგილობრივი) კლასიფიკაციები. ობიექტის სპეციფიკურობამ და კვლევის საგანგებო მეთოდების გამოყენების აუცილებლობამ განაპირობა მეტყევეობის, მდელოთმცოდნეობის, ჭაობთმცოდნეობის და სხვ. გამოყოფა ცალკე დისციპლინებად.

გეობოტანიკის განვითარება[რედაქტირება]

გეობოტანიკის განვითარების პირველ ეტაპზე (XVIII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის დასასრულამდე) შემუშავდა ფიტოცენოზის, როგორც განსაკუთრებული ობიექტის ცნება, დაგროვდა პირველი ცნობები და ფაქტები მისი აგებულების, გარემოსთან დამოკიდებულების და მრავალფეროვნების შესახებ. მეორე ეტაპზე (XIX-XX სს. მიჯნა) დამუშავდა ფიტოცენოზების აღწერის მეთოდები და მათი კლასიფიკაციის საფუძვლები.
ამავე პერიოდში მცენარეული საფრის ძირითად საკლასიფიკაციო ერთეულად გამოიყო ასოციაცია; დაზუსტდა ფიტოცენოზის განმსაზღვრელი ნიშნები, დამუშავდა მათი შესწავლის მეთოდები და პირველად იქნა გამოყენებული სტატისტიკური მეთოდი. ამავე ეტაპზე შეიქმნა და განვითარდა რუსული, ფრანგულ-შვეიცარიული, ინგლისურ-ამერიკული, სკანდინავიური გეობატანიკური სკოლები, რომლებიც, დღესაც არსებობენ.
გეობოტანიკის განვითარების მესამე ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 30-იან წწ., როცა მცენარეთა ნებისმიერი თავმოყრისაგან ფიტოცენოზის განსხვავების კრიტერიუმად მიჩნეულ იქნა მის შემადგენელ სახეობათა ურთიერთმოქმედება.
შემუშავდა მცენარეთა ურთიერთგავლენის ფორმების პირველი კლასიფიკაცია (ვლადიმერ სუკაჩოვი1956).
ტიხონ რაბოტნოვი მცენარეულ ცენოზს განიხილავდა რთულ სისტემად, რომელიც პლანეტარული მასშტაბის ფუნქციას ასრულებს. ერთსახეობრივ პოპულაციებთან შედარებით იგი მზის ენერგიის უფრო სრულყოფილ აკუმულაციას ახდენს და უზრუნველყოფს დედამიწაზე ნივთიერებაში ბრუნვაში მინერალური კვების ელემენტების მრავალჯერად გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით საჭირო გახდა როგორც მცენარეების ურთიერთდამოკიდებულების, ისე მათი და ფიტოცენოზში დასახლებული ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა.
გეობოტანიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ფართოდ გავრცელდა მოძღვრება მცენარეული საფრის უწყვეტობის (კონტინუუმის) შესახებ. ხდება ვრცელი ტერიტორიების გეობოტანიკური კარტოგრაფირება.

გეობოტანიკის კავშირი სხვა მეცნიერებებთან[რედაქტირება]

გეობოტანიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბევრ ბოტანიკურ დისციპლინასთან (მორფოლოგია, სისტემატიკა, ეკოლოგია და მცენარეთა გეოგრაფია), დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან (ფიზიკური გეოგრაფიამეტეოროლოგიაჰიდროლოგიაკლიმატოლოგია და ნიადაგთმცოდნეობა); აგრონომიულ დისციპლინებთან (მდელოთმცოდნეობა, მეტყევეობა და სხვ).
მცენარეული საფრის ისტორიის საკითხები აახლოვებს მას ისტორიულ გეოლოგიასთანისტორიულ გეოგრაფიასთან, მცენარეთა ფილოგენიასა და პალეობოტანიკასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 59-60, თბ., 1978;
  • Пачоский И. К., Основы фитосоциологии, Херсон, 1921;
  • Сукачев В. Н., Растительные сообщества, 4 изд., Л. — М., 1928;
  • Раменский Л. Г., Введение в комплексное почвенно-геоботаническое исследование земель, М., 1938;
  • Морозов Г. Ф., Учение о лесе, 7 изд., М. — Л., 1949;
  • Быков Б. А., Геоботаника, 2 изд., А.-А., 1957;
  • Полевая геоботаника, т. 1—3, М. — Л., 1959—64;
  • Ярошенко П. Д., Геоботаника, М. — Л., 1961;
  • Основы лесной биогеоценологии, М., 1964;
  • Шенников А. П., Введение в геоботанику, Л., 1964;
  • Работнов Т. А. История геоботаники. — М.: Аргус, 1995;
  • Gams Н., Prinzipienfragen der Vegetationsforschung, Z., 1918;
  • Du Rietz G. E., Vegetationsforschung auf soziationsanalytischer Grundlage, в кн.: Handbuch der biologischen Arbeitsmethoden, Abt. II, Bd 5. Н. 2, B. — W., 1930;
  • Rübel E., Pflanzengesellschaften der Erde, Bern, 1930;
  • Scamoni A., Einführung in die praktische Vegetationskunde, 2 Aufl., Jena, 1963;
  • BraunB lanque t J., Pflanzensoziologie, 3 Aufl., W. — N. Y., 1964.